ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა და უნგრული ენისა და კულტურის მოწვეულ ლექტორთა ქსელი ფოლკლორის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ხუთშაბათს, 6 ნოემბერს, 14:00 საათზე, გამართავს უნგრული ანიმაციური ფილმის ჩვენებას. რეჟისორ ბელა ტერნოვსკის და სცენარისტ იოზეფ ნეპის „კატების ქალაქი“ (1986) სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმისა და განგსტერული კომედიის პაროდიაა, რომელშიც მოქმედება ხდება ანთროპომორფული ცხოველების სამყაროში. ფილმმა დაიმსახურა 59 პრემია და დღემდე რჩება ევროპის ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ კომედიად.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, 0179 თბილისი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.